საქართველოს გერმანიის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი, დირკ ვიზე სტუმრობს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, დირკ ვიზე, რომელიც გერმანიის მთავრობის კოორდინატორია და რუსეთის, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკითხებს კურირებს, თბილისს 13 მაისს ეწვია.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დირკ ვიზე დღეს საქართველოს მთავრობისა, პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდება. გარდა ამისა მონაწილეობას მიიღებს ფორუმში „საუზ კაუკაუზუს სექურითი ფორუმ“, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან კონფერენციად ითვლება და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ეხება.
თბილისში გამგზავრებამდე ვიზემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივას წარმატებული უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო ამ წარმატების ყველაზე ნათელი მაგალითია. მისი თქმით, საქართველომ და ევროკავშირმა მოაწერეს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და საქართველოს მოქალაქეებს უკვე ორი წელია აქვთ უფლება შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურონ.
„ერთიც და მეორეც, არის ხელშესახები გაუმჯობესება და მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიმბოლო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის“,- განაცხადა ვიზემ.