უკრაინის რადას დაპუტატი დმიტრი გოლუბოვი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დიდი ხანია გამოდის, მიხეილ სააკაშვილსა და მის „ქართულ ბანდას" კორუფციაში ადანაშაულებს.
3 თებერვალს, რადას სხდომაზე გამოსვლისას, გოლუბოვმა სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ წარმოებულ კორუფციულ საქმეებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის თანაშემწის, თეიმურაზ ნიშნიანიძის ოფისი და ბინა გაჩხრიკა, რის შედეგადაც ამოღებულია 20 მილიონი გრივნა.
„როგორც ბევრმა შეამჩნია, იგი უკვე გასივდა როგორც კოღო. ჰემოგლობინით მთვრალმა, სრულებით დაკარგა ზომიერების და რეალობის შეგრძნება.
სანამ ის მისი ანტიკორუფციული ცირკით გასტროლირებს, ოდესის მთავარმა რაიონმა ქართველ რეკეტიორებს უარი უთხრა."- აცხადებს გოლუბოვი სიტყვით გამოსვლისას.