აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამამ აშშ-ის უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სირიაში შერიგების პროცესის შესაძლო შეფერხებაში პასუხისმგებლობას ბაშარ ალ-ასადის რეჟიმსა და რუსეთს აკისრებს.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე ასადის რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია იქნება... ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, შეასრულებს თუ არა საკუთარ ვალდებულებებს სირიის რეჟიმი, რუსეთი და მათი მოკავშირეები, უახლოესი დღეები უმნიშვნელოვანესი იქნება და მსოფლიო ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს.
მსოფლიო თანამეგობრობა კონფლიქტის ყველა მხარისგან ყველანაირი შეიარაღებული თავდასხმის შეწყვეტას ელის, მათ შორის საჰაერო შეტევებისაც", - განაცხადა ბარაქ ობამამ.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 27 თებერვალს უნდა შევიდეს.