logo_geo
eng_logo
„ძეგლი, რომელშიც მთელი ერის ოცნებაა ჩატეული...“
- +

30 მაისი. 2016. 01:38



„ეს ძეგლი ხაშურის რაიონის სოფელ აძვისში ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სასაფლაოზე, უბრალო გლეხკაცის საფლავზე დგას. ძეგლზე მართლაც ისტორიული ეპიტაფიაა: „მონობაში გატანჯულო დაუვიწყარო მამავ! შენი ოცნება ასრულდა - საქართველო თავისუფალია".


მხოლოდ ერთი დღე დააკლდა დავით კაპანაძეს, რომ თავისი ოცნების ხორცშესხმა ენახა - 1918 წლის 25 მაისს გარდაიცვალა...


ალბათ უფლის განგებაა, რომ ეს საოცარი ძეგლი კომუნისტების მსახვრალ ხელს გადაურჩა და დღემდე მოაღწია. და დგას საქართველოს ერთ ლამაზ სოფელში ძეგლი, რომელშიც მთელი ერის ოცნებაა ჩატეული."


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner