logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: არავის მივცემთ საშუალებას, დეზინფორმაციით და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია
- +

14 მაისი. 2019. 15:16

 

„არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს 19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა.

 

მან ყველას არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა.

 

ამასთან, ჟურნალისტებმა გახარიას მიმართეს, რომ არჩევნებზე მომხდარი დაპირისპირების შემთხვევებზე ის გამოძიების დაპირებას იძლევა, თუმცა რეალურად ამ საქმეების გამოძიება იწელება, რაზეც გახარიამ განაცხადა, რომ ის დაპირებას ყოველთვის ასრულებს.

 

„მე რასაც ვპირდები, იმას ყოველთვის ვასრულებ, როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენი გუნდის წევრებსაც. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, წყნარად, მშვიდად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესი, ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში გამოხატონ, რასაც რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს,“- განაცხადა გახარიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner