საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არის აბსოლუტური კონტროლი, რომ არჩევნებზე საზოგადოებრივი წესრიგი და ადამიანის უფლებები იყოს დაცული.
„უზრუნველყოფილია საარჩევნოდ კამპანიის წარმართვა, უზრუნველყოფილია ყველას უფლება. ნებისმიერ შესაძლო დარღვევაზე, თუკი რამე დაფიქსირდება, შს სამინისტროს მხრიდან მოხდება სწრაფი რეაგირება.
არის აბსოლუტური კონტროლი, რომ საზოგადოებრივი წესრიგი და ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ეს არაერთ ანგარიშშია დადასტურებული“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.