logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: არის აბსოლუტური კონტროლი, რომ არჩევნებზე საზოგადოებრივი წესრიგი და ადამიანის უფლებები იყოს დაცული
- +

14 მაისი. 2019. 15:23

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არის აბსოლუტური კონტროლი, რომ არჩევნებზე საზოგადოებრივი წესრიგი და ადამიანის უფლებები იყოს დაცული.

 

„უზრუნველყოფილია საარჩევნოდ კამპანიის წარმართვა, უზრუნველყოფილია ყველას უფლება. ნებისმიერ შესაძლო დარღვევაზე, თუკი რამე დაფიქსირდება, შს სამინისტროს მხრიდან მოხდება სწრაფი რეაგირება.

 

არის აბსოლუტური კონტროლი, რომ საზოგადოებრივი წესრიგი და ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ეს არაერთ ანგარიშშია დადასტურებული“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner