logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მოვლენებზე: არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მონაპოვარს
- +

14 მაისი. 2019. 16:45

 

„არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს - დემოკრატიის მაღალ ხარისხს“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ, ზუგდიდში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

 

კითხვაზე, როგორ აფასებს პრემიერი წინასაარჩევნო გარემოს, ბახტაძე განმარტავს, რომ მმართველი გუნდი დემოკრატიულ არჩევნებს უზრუნველყოფს და კანონდამრღვევები მკაცრად დაისჯებიან.

 

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველთვის მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში . ამასთან, რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს - დემოკრატიის მაღალ ხარისხს. ბუნებრივია, თუ ვიღაც დაარღვევს კანონს, მასზე რეაგირება იქნება შესაბამისი და ძალიან მკაცრი,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner