logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: არჩევანი კეთდება მშვიდ, ცივილურ გარემოში საარჩევნო ურნასთან
- +

14 მაისი. 2019. 17:23

 

 

„არჩევანი კეთდება არ ჩხუბისას ქუჩაში, არამედ მშვიდ, ცივილურ გარემოში საარჩევნო ურნასთან“,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება, რომ არჩევანი გააკეთოს თავისუფალ პირობებში.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის არჩევნებზე საარჩევნო კოდექსი უწყებათაშორისი კომისიის შექმნას არ ითვალისწინებდა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და როგორც უწყებათაშორისი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ყველა მხარეს, ყველა კანდიდატს მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევანი კეთდება არ ჩხუბისას ქუჩაში, არამედ მშვიდ, ცივილურ გარემოში საარჩევნო ურნასთან. უნდა მივცეთ ერთმანეთს საშუალება, რომ მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი გააკეთოს თავისუფალ პირობებში“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner