logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პარტიული დავალებაა, რომ კანონის ჩარჩოებში მაქსიმალურად მოვექცეთ და არჩევნებს ჩრდილი არ მივაყენოთ
- +

14 მაისი. 2019. 17:28

 

 

„პარტიული დავალებაა, რომ კანონის ჩარჩოებში მაქსიმალურად მოვექცეთ და არჩევნებს ჩრდილი არ მივაყენოთ, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას ვიდეო ჩანაწერით კი საპირისპიროს ვისმენთ, რითაც აუცილებლად დავინტერესდებით“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

 

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ საარჩევნო გარემო როგორც დღემდე მიდიოდა მშვიდად, ასე გაგრძელდეს და თავიდან აირიდოს პროვოკაციები. მამუკა მდინარაძის თქმით, პროვოკაციები ოპოზიციის მიზანია.

 

„მათ უხარიათ, თუ ვინმე გამოხტება და პროვოკაციებს მოაწყობს. ამ ყველაფერს პირიქით, ხელს უწყობენ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნების დღე მშვიდი იყოს და პროცესი კანონის ფარგლებში წარიმართოს. დღეს ფარული ჩანაწერი გავრცელდა და საზოგადოებას ვპირდებით, რომ მმართველი გუნდი აუცილებლად დავინტერესდებით დეტალებით. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება და რატომ ხდება, მთავარი კითხვაა, რაც მეც გამაჩნია. რატომ ხდება ისე, რომ ადამიანი ახმოვანებს იმას, რისი საპირისპირო დავალებაც აქვს?“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღეს ფარული ჩანაწერი გავრცელდა. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ფარულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“. მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner