„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან, ვინც მზად არის მეტი ძალისხმევა გაიღოს და უფრო ღრმად ან ფართოდ გაშალოს ფრთები, მას ამის შანსი უნდა მიეცეს“,- ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა თემატურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი განვითარებისკენ“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, მეტ ძალისხმევას მეტი სარგებელი და დაფასება უნდა მოჰყვეს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ყველა პარტნიორი კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს და როგორც ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიკარნახა - „მეტი ძალისხმევისთვის მეტი სარგებელი უნდა იყოს“. დიახ, ვეთანხმები. პოეტურად ჟღერს, მაგრამ მეტ ძალისხმევას მეტი სარგებელი და დაფასება უნდა მოჰყვეს. ეს ძალიან ლოგიკური და პრაქტიკულია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ვინც მზად არის მეტი ძალისხმევა გაიღოს და უფრო ღრმად ან ფართოდ გაშალოს ფრთები, მას ამის შანსი უნდა მიეცეს”,- განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.
დისკუსია ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.