„დავით გარეჯთან დაკავშირებით შეხვედრა ბაქოში ამ წუთებში მიმდინარეობს და იმედი მაქვს, კონსტრუქციულად ჩატარდება“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
მინისტრის თამით, აზერბაიჯანული მხარისგან არსებობს მზადყოფნა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს მოლაპარაკებები დავით გარეჯთან დაკავშირებით.
„სამუშაო კომისიების თანათავმჯდომარებს შორის პირველი შეხვედრა ბაქოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჩემი მოადგილე, სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად ხვდება აზერბაიჯანელ კოლეგებს. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა კონსტრუქციულად ჩატარდება ისე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეესაბამება. ამის თქმის საფუძველს აზერბაიჯანელი კოლეგისგან მიღებული ინფორმაციაც მაძლევს. ისინი მზად არიან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.