logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- +

14 მაისი. 2019. 19:02

 

 

2019 წლის 14 მაისს  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ,  სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით.

 

ასევე,  ამავე მუხლით  დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე,  ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან  დაკავშირებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner