logo_geo
eng_logo
ზესტაფონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა
- +

14 მაისი. 2019. 19:06

 

 

შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“, გიორგი გოგლიჩიძე იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად ამომრჩეველს

 

სოფელ მეორე სვირში შეხვდა. მერობის კანდიდატმა მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

 

იუსტიციის მინისტრმა მერობის კანდიდატის პოლიტიკურ გამოცდილებას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ის წინა რეჟიმის მსხვერპლია.

 

ამასთან, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში დამატებითი სერვისების შემოღებაზე, სერვისების გაცემის დროს არსებულ პრობლემებზე და გაუმჯობესების გზებზე ისაუბრა. მინისტრმა მიწის რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობაზე გააკეთა აქცენტი და გამარტივებული რეგისტრაციის პირობების გაგრძელების შესაძლებლობაზე ისაუბრა. თეა წულუკიანის თქმით, ზესტაფონში იუსტიციის სახლი აშენდება. მან ის ადგილი დაათვალიერა, სადაც მშენებლობა არის დაგეგმილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner