logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ძირითად აქცენტს ვაკეთებთ ევროკავშირთან დარგობრივ ინტეგრაციაზე
- +

14 მაისი. 2019. 19:20

 

 

„ევროპელ კოლეგებს ორი თვის წინ წარვუდგინეთ ჩვენი ერთსულოვანი დოკუმენტი სახელწოდებით - „ საქართველოს საგზაო რუკა ევროკავშირისკენ”, რომლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გვქონდეს ევროპულ ინსტიტუტებში მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თემატურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი განვითარებისკენ“ განაცხადა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ძირითადად აქცენტი კეთდება დარგობრივ ინტეგრაციაზე, იქნება ეს საერთო ციფრული ბაზარი, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მეტი მობილურობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგალითად ცირკულარული მიგრაცია თუ ბევრი სხვა.

 

პრემიერმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე გარდაქმნის პროცესზე, რომელიც, მისი შეფასებით, მარტივი არ იყო.

 

„საქართველო წლიდან წლამდე მიიწევდა წინ ბიზნესის კეთების სიმარტივის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს დონეზე დაყენებისა და ბევრი სხვა მიმართულებით. ასოცირების შეთანხმება და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად, ისტორიული მიღწევებია ჩემი ქვეყნისთვის.თუმცა, გვაქვს ამ წარმატებაზე მეტის მიღწევის სურვილი.  საქართველო მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ვფიქრობთ, მეტს ვიმსახურებთ, მეტი შესაძლებლობა გაგვაჩნია. ამიტომ, ევროპელ კოლეგებს ორი თვის წინ წარვუდგინეთ ჩვენი ერთსულოვანი დოკუმენტი სახელწოდებით - „ საქართველოს საგზაო რუკა ევროკავშირისკენ”, რომლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გვქონდეს ევროპულ ინსტიტუტებში მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა. ძირითადად აქცენტი კეთდება დარგობრივ ინტეგრაციაზე, იქნება ეს საერთო ციფრული ბაზარი, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მეტი მობილურობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგალითად ცირკულარული მიგრაცია თუ ბევრი სხვა.ჩვენ ასევე გვესმის, რომ გამოწვევები არსებობს თავად ევროკავშირში, როდესაც საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მიდის, თუმცა მივიჩნევთ, რომ საქართველო მზადაა, ბევრად მეტი გააკეთოს წინსვლის მხრივ. მიგვაჩნია, რომ ძალიან ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დარგობრივი ინტეგრაციის პროცესის დაწყება“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner