„ადამიანთა ჯგუფი იმ ქართველებით მანიპულირებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
„ადამიანთა ჯგუფი იმ ქართველებით მანიპულირებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ. მიხეილ სააკაშვილი მათ თავს აჩვენებს, როგორც ღატაკი და რეალობაში ძვირ შენაძენს აკეთებს ფლორიდის სანაპიროზე.
მეორე საკითხია, მოვითხოვთ თუ არა, ამ ჩანაწერის იდენტობის დაზუსტებას. ბევრი ხალხია დაინტერესებული იმაში, რომ ფარული ჩანაწერები, რასაც მოიპოვებენ, საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი. არ მგონია, საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყოს, რომ ეს ოჯახი დიდ ფინანსურ რესურსებს ფლობს“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.