logo_geo
eng_logo
სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
- +

14 მაისი. 2019. 19:51

 

 

სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ზაზა რუაძეს თანასოფლელებმა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, შესრულებული სამუშაო დაუწუნეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

 

საქმე ეხება ერთ-ერთ უბანში გზის რეაბილიტაციას, რა დროსაც ბერულაშვილების კუთვნილი წყლის მილი დაზიანდა. შემთხვევის გამო, მხარებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

 

არსებული ინფორმაციით, რუაძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურს დაზარალებულს. მისი განმარტებით, თანასოფლელ ბერულაშვილებთან ინციდენტი გაუგებრობა იყო.

 

ფაქტს სწავლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner