შსს-მ დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილის საბურავების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილის მფლობელს საცხოვრებელ კორპუსთან მდგომ მანქანებზე საბურავები დაჭრილი დახვდა.