ინტერპოლმა რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორ რუსლან მუხუდინოვაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ინტერპოლის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იძებნება 1987 წელს სტაროვგლადოვსკაში დაბადებული მამაკაცი. მუხუდინოვას ბრალად ედება მკვლელობა და იარაღის უკანონო ტარება.
„როსბალტის" ინფორმაციით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბრის ბოლოს ინტერპოლს რუსლან მუხუდინოვას შესახებ საქმის მასალები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი 2015 წლის თებერვალს, კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს.