logo_geo
eng_logo
რაიმონდს ვეიონისი: საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში საუკეთესო ქვეყანაა
- +

15 მაისი. 2019. 15:19

 

„საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში საუკეთესო ქვეყანაა“,- ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდს ვეიონისმა, ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 

„წელს ჩვენ აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის 10 წლისთავს. ეს შესანიშნავი პლატფორმაა მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მოსამზადებლად ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის. საქართველო საუკეთესო ქვეყანაა ამ ფორმატში, თუმცა განვითარების სხვადასხვა დონეებიდან გამომდინარე, ფორმატი უნდა გაგრძელდეს“,-  განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა.

 

მისი თქმით, მიმდინარე წელი იქნება შესაძლებლობა განისაზღვროს, რისი გაკეთებაა შესაძლებელი ამ მხრივ.

 

„სავაჭრო ხელშეკრულება, ასოცირების შეთანხმება ამ ფორმატის შედეგია, რაც ნიშნავს, რომ მას მომავალი აქვს“,- განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner