logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: არასდროს მითქვამს, რატომ არ მაცვია კაბა...
- +

30 მაისი. 2016. 04:32

 

 

„მთელი დღეა შეხვეული ხელით დავდივარ. ამინდი იცვლება და არასწორად შეხორცებული მტევანი გაუსაძლის ტკივილს იწყებს. ეს ხელი სააკაშვილ- ბასიშვილის ზონდერებმა მომტეხეს. 15 ივნისს... პოლიციის სამმართველოსთან სასტიკი დარბევისას. კამერა დამილეწეს. თავში "დუბინკა" მიტყეს. სამყარო ზანზარებდა. ერთმა სპერაზმელმა გადამარჩინა, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა, მაგრამ ყურში მიჩურჩულა,- აფხაზეთის ომში ერთად ვიყავით. მე გამომყევიო და... დიღმის ცენტრალურ პროსპექტზე გამომიყვანა. ეს მოტეხილი ხელი მახსენებს, რა სადისტები მართავდნენ ქვეყანას მთელი 9 წლის მანძილზე. ამ სადიზმს ერქვა და ჰქვია სააკაშვილის რეჟიმი..."- პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი  „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს:


„არადროს მითქვამს, რატომ არ მაცვია კაბა. მარტო ცხოვრების მძიმე რიტმის გამო- არა. კიდევ იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის ზონდერები დარბევებისას წვივებში გვირტყამდნენ და არა მგონია, ვინმეს მოეწონოს იარებით "შემკული" ფეხების ნახვა. ესაა ,ნაცისტებო, თქვენი სახე! მაშინ ჟურნალისტთა დიდი ნაწილი სდუმდა. სააკაშვილს უძვრებოდნენ. მერე ღმერთმა ჩემი ხელით ჩამოხადა ნიღაბი ამ ბოროტებას... და შენ... "ქართულო ოცნებავ", დამნაშავეები კი არ დასაჯე, ზოგი ქვეყნიდან გააპარე... ზოგს ჩაეხუტე... და პარტიასთან, რომელსაც დღეს საქმიანობა უნდა ჰქონდეს აკრძალული, კოჰაბიტაცია გამოაცხადე. ეს იყო წყალგამყოფი შენსა და ჩვენს შორის და ახლა სხვადასხვა ნაპირზე ვდგავართ. თქვენი ლიდერი-კვირიკაშვილი, რომლისთვისაც 10 წლის მანძილზე თვალი არავის მოუკრავს, სადაც ქვეყანას უჭირდა, მემიჯნება კიდეც... მე კი, ჩემს სამშობლოს ვერ გავემიჯნები, ამიტომ საქართველოს დასაჯიჯგნად ვერავის დავუტოვებთ. ვერც მგლებს და ვერც ცხვრის ტყავში გადაცმულ ტურებს.

 

 

მწარეა სიმართლე. ბოკერია არ უნდა ცემო საარჩევნო უბნის წინ, ბოკერია ვანოს გვერდით უნდა მჯდარიყო 2012 წლის ნოემბრიდან... გადაარჩინეთ. მთავარ ოპოზიციურ ძალად კბილებით ინარჩუნებდით. ლამისაა მტრებად გამოგვაცხადეთ, ვინც კოჰაბიტაცია დავგმეთ... ახლა ბედავთ და ახალ სახეებს უშვებთ არენაზე, რომლებიც მისტირიან "ნიჭიერ მიშას და ცოლის მსხვერპლ ვანოს"... ვაი, საქართველო, ამდენი ყვავ- ყორნის ხელში."



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner