logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: არცერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს არჩევნების პროცესს
- +

15 მაისი. 2019. 16:19

 

„ზუგდიდში, ისევე, როგორც ყველა სხვა ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტის დაცვით“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა კანონდარღვევას შესაბამისი პასუხი გაეცემა.

 

„არჩევნების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არცერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. კანონის დარღვევა, თუ მას ნამდვილად ექნება ადგილი, არავის შერჩება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner