პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი სომხეთის ელჩს საქართველოში რუბენ სადოიანსა და ატაშეს, ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანს შეხვდა. გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, შეხვედრის თემა საპარლამენტო ურთიერთობები იყო.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი. ასევე, ვისაუბრეთ სომხეთის ახალ პარლამენტში ჩამოყალიბებული მეგობრობის ჯგუფის შემადგენლობისა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის დაგეგმვის შესახებ“, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.