logo_geo
eng_logo
გოდოგნის თემის სოფლებში გზის კეთილმოწყობისა და გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა
- +

15 მაისი. 2019. 17:34

 

ქუთაისის N47 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან, „სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის რეგიონალური ოფისის დირექტორთან დავით ჯაიანთან და იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად გოდოგნის თემში შემავალი სოფლების- გოდოგანი, ნაგარევი, ზედა ნაგარევი, ჭალასთავი, ბროლისქედი - გზის კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.

 

7,5-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტი–ბეტონის საფარი, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალს უერთდება და საჭიროების შემთხვევაში შეასრულებს შემოვლითი გზის ფუნქციას.

 

აღნიშნული გზის პროექტი იყო გარდამავალი და განხორციელდა სამ ეტაპად.

 

I-II ეტაპი დასრულდა 2018 წელს, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1 000 000 ლარი;

 

III ეტაპი დასრულდა წელს, ღირებულებით 670 000 ლარი.

 

პროექტის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 1 670 000 ლარი.

 

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ქუთაისის N47 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის გენადი მარგველაშვილის ინიციატივითა და შუამდგომლობით განხორციელდა.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებს 27 წლის განმავლობაში ამორტიზებულ გზაზე უწევდათ გადაადგილება. ადგილობრივებისთვის ქალაქთან ტრანსპორტით დაკავშირებაც პრობლემა იყო, რადგან მიკროავტობუსმა, უგზოობის გამო, რეისების რაოდენობა შეამცირა. წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის უმთავრესი სათხოვარი აღნიშნული გზის მოწესრიგება იყო. გენადი მარგველაშვილის უშუალო ძალისხმევით გოდოგანი-ნაგარევი- ზედა ნაგარევი- ჭალასთავი- ბროლისქედის 7,5-კილომეტრიანი გზის დაგების პროექტი დროულად იქნა შემუშავებული. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის თანხის 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, დარჩენილი თანხა კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

ასევე დასრულდა გოდოგნის თემის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები. დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან ერთად, შველიძეების ოჯახში ბუნებრივი აირი სიმბოლურად აანთო.

აღნიშნულ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები „სოკარ ჯორჯია გაზის“ დაქვემდებარებაში მყოფმა შპს „გაზ სერვისმა“ განახორციელა. გაზიფიცირების პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობამ დეპუტატს წინასაარჩევნო პერიოდში მიმართა. გენადი მარგველაშვილის შუამდგომლობით სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები 2017 წლის ზაფხულის დასაწყისში დაიწყო და წელს დასრულდა. ამჟამად სოფლების მოსახლეობას ბუნებრივი აირი უწყვეტად მიეწოდება.

 

მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლებისთვის. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა მზადყოფნა გამოთქვეს სოფლებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების უახლოეს მომავალში განსახორციელებლად.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner