logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: გიორგი ქობულია არც ისე ცოტახანს იყო მინისტრი
- +

15 მაისი. 2019. 17:35

 

„გიორგი ქობულია არც ისე ცოტახნის განმავლობაში იყო ეკონომიკის მინისტრი, შესაბამისად, სხვადასხვა თემა, რომელიც შესაძლოა, პრობლემას წარმოადგენდეს, პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობა იყო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

 

„თუ ასეთი პრობლემები არსებობს, ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, დროულად გავცეთ პასუხი ამ ამოცანებს. მთავრობის ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი წყვეტს მინისტრების თანამდებობაზე დანიშვნის თუ გათავისუფლების საკითხებს. დანარჩენი, შიდა პოლიტიკური კონსულტაციები როგორ მიმდინარეობდა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner