logo_geo
eng_logo
გიორგი მიქაუტაძე: უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეებისთვის...
- +

15 მაისი. 2019. 18:28

 

„უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებთან მიმართებაში განსხვავებული რეგულაციების დაწესებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა მხარს უჭერს“,- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მზია თოდუას დღეს გახმაურებულ ინიციატივას.

 

„უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებთან მიმართებაში განსხვავებული რეგულაციის დაწესებასთან დაკავშირებით ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა მხარს უჭერს. ასევე, მხარს უჭერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს იმ საკითხში, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეებისთვის უნდა არსებობდეს ალბათ სპეციალური რეგულაციები, რომლითაც მათ და საქართველოს პარლამენტს ექნებათ საშუალება, იმსჯელოს მათ შემდგომ გამწესებაზე უვადოდ უზენაეს სასამართლოში. ინიციატივის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს მოსამართლეთა ნაკლებობა, მაგრამ არის მეორე მიზეზიც, რომელიც შეიძლება იყოს უფრო წონიანიც. მოქმედი მოსამართლეები, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება უზენაეს სასამართლოში მუშაობის და წლების განმავლობაში იღებდნენ უზენაეს სასამართლოში ძალიან კარგ გადაწყვეტილებებს და დღევანდელი მდგომარეობითაც ამას აგრძელებენ, მე ვფიქრობ, ეს არის რესურსი, რომელზეც უარი არ უნდა ითქვას და სახელმწიფომ ასეთი დონის მოსამართლეები არ უნდა დაკარგოს“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 

გიორგი მიქაუტაძის თქმით, არ არის გამორიცხული, ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იურიდიულ კომიტეტშიც გაიმართოს.

 

მზია თოდუა მიიჩნევს, რომ უვადოდ დანიშვნის წესი უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებზეც უნდა გავრცელდეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner