ნიკოლოზ რაჭველი მედიაში გავრცელებული ვიდეოს გმირის, პატარა ბიჭის შესახებ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრებას ცდილობდა, ინფორმაციას ავრცლებს.
„ის პატარა პიანისტი ბიჭუნა, რომელიც ჩემი მეგობრის, ანა ქურთუბაძის ვიდეოშია აღბეჭდილი, აღმოჩნდა ლუკა გოდიშვილი.
ინტერნეტში ერთი სიუჟეტი აღმოვაჩინე, რომელიც ასახავს პატარა ლუკას და მისი დედის შეხვედრის მცდელობას პრემიერ-მინისტრთან, რათა დახმარება ეთხოვათ მისთვის თავიანთი უკიდურესი გაჭირვებიდან გამომდინარე!
მაშინ ვერ შეძლეს, თუმცა როგორც ამბობენ ირაკლი ღარიბაშვილთან ამ სიუჟეტის წყალობით მიაღწია ამბავმა და ცოტა ხანში ლუკა კომპიუტერით დასაჩუქრდა..."