logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრემიერს შეხვდა
- +

15 მაისი. 2019. 19:00

 

ლატვიაში საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ არტურს კრიშიანის კარინშის შეხვდა როგორც ლატვიის პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, ლატვიასა და საქართველოს შორის პრობლემური საკითხები არ არსებობს, ორივე ქვეყანას ბევრი რთული პერიოდი აერთიანებს, მათ შორის საბჭოთა ოკუპაცია.

 

სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის პრემიერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ სამაჩაბლო, საქართველოს ერთ-ერთი ოკუპირებული რეგიონი, რუსეთმა საკუთარ სამხედრო ბაზად გადააქცია, სისტემატიურად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გადაადგილების თავისუფლებისა, თუ განათლების მიღების და აფხაზური ენის სწავლების თვალსაზრისით.

 

არტურს კრიშიან კარინშიმ თავად გამოთქვა მოსაზრება, საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა შეახსენონ რუსეთს საქართველოს პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობის შესახებ.

 

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა დაუდასტურა აღნიშნული პოზიცია და განაცხადა, რომ საჭიროა, ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებში შეხვედრებზე, მუდმივად მოხდეს რუსეთზე ზეწოლა, რათა შევახსენოთ მას ნაკისრი ვალდებულებები.

 

ასევე, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკით საქართველო უფრო ძლიერდება თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. შეხვედრისას საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლითი სასწავლო პროგრამების მნიშვნელობას, უმუშევრობის დაძლევის მიმართულებით ცირკულარული მიგრაციის როლს და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით ლატვიაში ქართველი საჯარო მოხელეების სასწავლო კურსს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner