logo_geo
eng_logo
ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია
- +

15 მაისი. 2019. 21:48

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150-მდე მეხანძრე-მაშველისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს 30-მდე მეტყევის კოორდინირებული მუშაობის შედეგად,  ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.

 

ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების  მეხანძრე-მაშველები და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები არიან ჩართულნი. ამ დროისათვის, არასაკმარისი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა ხანძრის კერებზე წყლის დასხმა შეწყვიტა. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას  დილიდან განაახლებს.

 

ცეცხლის ორივე კერასთან  მთელი ღამის განმავლობაში დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც  ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner