logo_geo
eng_logo
„დედა ჩემზე მშობიარობას გადაყვა“ – ემოციური ისტორია 21 წლის ბიჭზე, რომელიც სწავლის გადასახადს მეეზოვედ მუშაობით იხდის
- +

15 მაისი. 2019. 23:05

 

სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” ერთ-ერთ ჯგუფში მომხმარებელი ფოტოს და 21 წლის ილიას ისტორიას აქვეყნებს.

 

ილია მეეზოვედ მუშაობს, რათა უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი დაფაროს.

 

„მე ვარ ილია, 21 წლის, თბილისში ბებიასთან და ბაბუასთან ვცხოვრობ, დედ-მამა პატარა ასაკში გარდამეცვალა. ბებია ყოველთვის ცდილობდა დედობრივი სიყვარული არ მოეკლო ჩემთვის მისი არყოფნა ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა ჩემთვის.

 

როდესაც სკოლა დავამთავრე ბებიამ მირჩია უნივერსიტეტში ჩამებარებინა. არანაირი სახსრები ჩვენ არ გაგვაჩნდა, თავი ძლივს გაგვქონდა, სწორედ ამის გამო უარი ვუთხარი. ერთ დღესაც ბებიამ დედას და მამას ფოტოები მაჩვენა. მომიყვა მათ შესახებ მხოლოდ მონაყოლიდან ვიცოდი, რადგან დედა ჩემზე მშობიარობას გადაყვა, მამა კი დედაზე დარდმა შეიწირა.

 

ბებომ მომიყვა დედას და მამას გაცნობის შესახებ, თუ როგორ აკითხავდა თურმე მამა ყოველდღე დედას უნივერსიტეტში. როგორ უნდოდა თავის მოწონება ბებიასთან და ბაბუასთან, რომ მათი შვილი გაეტნია და ა.შ. მაგრამ ყველაზე მეტად ერთმა ისტორიამ იმოქმედა ჩემზე, ბებიამ მითხრა, როდესაც დედაშენი შენზე ორსულად იყო, უნდოდა რომ შენც მასავით წარმატებულად დაგემთავრებინა უნივერსიტეტი და წარმატებას მიგეღწია. ეს სიტყვები თავიდან არ მომივიდა. სულ მიტრიალებდა.

 

ერთ დღესაც გადავწყვიტე უნივერსიტეტში ჩაბარება, მთელი ერთი წელი ჩემით მოვემზადე, წიგნებს მეგობრებს ვთხოვდი, რადგან ყიდვის საშუალება არ მქონდა.

 

ჩავაბარე უნივერსიტეტში, სამწუხაროდ მხოლოდ 50 პროცენტიანი გრანტი ავიღე, მაგრამ ჩემს საოცნებო პროფესიას შევისწალიდი. სწავლის გადასახადი ჩემს თავზე ავიღე, სწორედ ამიტომ მუშაობა დასუფთავებაში დავიწყე. გამოვდივარ ყოველ დილით 6 საათზე და ჩემს საყვარელ ქუჩას ვასუფთავებ. მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი ქუჩა. როდესაც ჩემი მეგობრები გამოივლიან დამცინიან, როგორ არა გრცხვენია… სირცხვილის ნატამალი სულ არ გაგაჩნიაო…

 

ნუთუ ცუდია, რომ ასე ძალიან ვუფრთხილდები ჩემს ქალაქს. უნივერსიტეტშიც იგივე განმეორდა, როდესაც ჩემს შესახებ გაიგეს, ძალიან დამცინავი და შეურაცხმყოფელი რეპლიკები წამოვიდა ჩემ მიმართ. მაგრამ რამდენიმე ადამიანი გვერდში დამიდგა და დღემდე მეხმარება პრობლემების მოგვარებაში. მათი მადლიერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე“, - წერს ილია.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner