logo_geo
eng_logo
ფედერიკო ფელინი: არ იტირო ჯულიეტა!
- +

30 მაისი. 2016. 05:22


არ იტირო ჯულიეტა!

სტერეოტიპულ იტალიურ ოჯახში, ქალმა, პასტის მომზადება უნდა იცოდეს, წელი ვიწრო, ხოლო მკრედი ისეთი უნდა ჰქონდეს, ერთდროულად სამი ბავშვი მატეო, ბრუნო და ფელიცია გამოკვებოს, რიმინის ჩამოფრცქვნილ აივანზე გატანილ სველ სარეცხს, ერთი დაფერთხვით უნდა აშრობდეს და საწებლიანი ქვაბების ხმაურში ჰპოვოს ჭეშმარიტი სიამოვნება.


ანა- ჯულიეტა არ იყო სტერეოტიპული იტალიელი ქალი. ამიტომაც დიდ იმედებს ოჯახი მის დაოჯახებაზე არ ამყარებდა. აბა ვის დააინტერესებდა ქალი, რომელიც სამყაროს დაკარგული ლეკვის თვალებით უმზერდა და მსოფლიო სევდა დაჰქონდა თან?


ანა -ჯულიეტას ცხოვრება სულ სხვა სცენარით განვითარდა, როდესაც, ორი კვირის გაცნობილ სცენარისტ, ფედერიკო ფელინის გაჰყვა ცოლად.


ეს ბედისწერა იყოო, იტყვის მეუღლის შესახებ ფედერიკო ფელინი. ბედისწრას მიაწერეს ჯულიეტას უშვილობაც და ერთად გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან მათი შვილები, ის ფილმები იქნებოდა, რომელსაც ერთად გადაიღებდნენ. ისეთი შეგრძნება რჩებოდა, რომ ამ ორის ცხოვრებაც ფილმის სცენარი იყო, თავგადასავლებითა და ქვეყნების შესახებ მოთხრობილი ისტორიებით, რომლებიც არასოდეს ენახათ.


-გახსოვს ჯულიეტა, რა კარგი იყო ავსტრალია?


-კი მახსოვს, საოცარი სატაცური მივირთვით!დაუფიქრებლად პასუხობდა ჯულიეტა და ეღიმებოდა. იმ ვახშამზე მოწვეულთაგან, მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა, რომ ფელინი ავსტრალიაში არასოდეს ყოფილა.


1993 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ფელინიმ სცენიდან მიმართა მეუღლეს:


ნუ ტირი ჯულიეტა, არ გვინდა ცრემლები!


რამოდენიმე ხნის შემდეგ, ფედერიკო ფელინი გარადიცვალა.


ხუთი თვის შემდეგ გარდაიცვალა ჯულიეტა მაზინაც.


ფედერიკოს და ჯულიეტას საფლავის ქვაზე, ტონინო გუერას ეპიტაფიაა: ჯულიეტა, ახლა შენ შეგიძლია იტირო...



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner