logo_geo
eng_logo
დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
- +

30 მაისი. 2016. 10:01


საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი მოწვევით, დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართბა, სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის ის წევრებიც დაესწრებიან, რომლებიც უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან.



სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:

1. მზადება NATO-ს ვარშავის სამიტისთვის;

2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;

3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში



ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.



საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner