უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი რადას 315 დეპუტატმა დაუჭირა. ინაუგურაცია 20 მაისს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უმაღლესი რადას შენობაში, საზეიმო სხდომათა დარბაზში შედგება. მანამდე კი, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ინაუგურაციის 19 მაისს გამართვას.
10 მაისს ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მიმართა მოთხოვნით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 19 მაისს გამართულიყო. ამ მოთხოვნამ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ქვეყანაში 19 მაისს პოლიტიკურ რეპრესიათა მსხვერპლის ხსოვნის დღე აღინიშნება.