logo_geo
eng_logo
თურქეთს ახალი პრემიერი ჰყავს
- +

30 მაისი. 2016. 10:37


თურქეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმსა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. მთავრობის მეთაურის სასარგებლოდ 315 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 138 წევრი აღმოჩნდა. „როიტერის" ინფორმაციით, ქვეყნის წარმომადგენლობითმა ორგანომ მთავრობის მეთაურის საკანონმდებლო პროგრამაც მოიწონა.



ბინალი ილდირიმი თურქეთის მმართველი პარტიის თანადამფუძნებელია. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ დაასახელეს, რაც მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" ლიდერად აირჩიეს.



ილდირიმმა მთავრობის მეთაურის პოსტზე აჰმე დავუთოღლუ ჩაანაცვლა, რომელიც პრეზიდენტთან რამდენიმეკვირიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner