logo_geo
eng_logo
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე დაშავებული 7 მოზარდიდან ერთი მართვით სუნთქვაზეა, ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება
- +

16 მაისი. 2019. 21:49

 

 

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ პირველ კახათში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, სწრაფად მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ერთ-ერთი ადგილბრივი მცხოვრების ეზოში შევარდა.

 

ავტომობილში 7 ადამიანი იმყოფება. გავრცელებული ცნობით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. შვიდივე მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და ექიმები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს ადგენენ. წინასწარი ცნობით, სამი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

 

შემთხვევის თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილს, გადაბრუნების დროს ცეცხლი გაუჩნდა, მისი ჩაქრობა კი ადგილობრივებმა შეძლეს. მათვე აღმოუჩინეს დაშავებულებს პირველად დახმარება.

 

შვიდი მოზარდი არის შემოყვანილი. მათგან ერთ-ერთი პირდაპირ საოპერაციოში არის შეყვანილი. მეორე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კიდევ ერთ პაციენტს კი საშუალო სიმძიმის დაჟეჟილობები და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება“, - განაცხადა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner