ათენში საქართველოს მოქალაქის, 29 წლის ქ.ს.-ს მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ადგილობრივმა პოლიციამ მოკლულის ყოფილი ქმარი დააკავა.
დაკავებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მოტივით ჩადენილი დანაშაული. დაკავებული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლის საცხოვრებლის შესახებ მან არაფერი იცოდა.
დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. მოკლულსა და დაკავებულს 2 შვილი ჰყავთ.