logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ჭკუასელი: „მჯობნის მჯობნი არ დაილევაო“...
- +

26 თებერვალი. 2016. 12:44



განხორციელდება თუ არა მორიგი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში? ამ საკითხზე 28 თებერვალს, ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს იმსჯელებენ და სამთავრობო ცვლილებების საკითხზე გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას მოისმენენ.


ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეიმურაზ ჭკუასელი „რეპორტიორთან" საუბრობს:  



„როდესაც ახლანდელი მთავრობის დამტკიცება ხდებოდა პარლამენტში, მაშინ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი იგეგმება, ეს ნიშნავს, რომ ოდესღაც რაღაც დაიგეგმება, ეს ოდესღაც როდის იქნება და როდის შეიცვლება ეს ყველაფერი, ჯერჯერობით არ ვიცი. ჩემი აზრით, თუ რამე შეიცვლება, რაშიც ეჭვი მეპარება, შეიცვლება, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. ბატონი გიორგი კვირიკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც გარკვევით განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება არაფერი. იმიტომ, რომ ყველაფერს სჭირდება ანგარიში და სჭირდება დრო, რათა გაანალიზდეს არსებული მდგომარეობა", - ამბობს ჭკუასელი.


ჭკუასელმა ასევე აღნიშნა, რომ დღესდღეობით აუცილებლად შესაცვლელი მინისტრი არ არის.


„არსებობს საქართველოში ძალიან კარგი გამონათქვამი „მჯობნის მჯობნი არ დაილევაო" თუ ვინმე უკეთესი მოვა, უნდა გვიხაროდეს", - განაცხადა ჭკუასელმა






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner