logo_geo
eng_logo
აღფრთოვანებისგან ფეხებს აბაკუნებდნენ – რას ჰყვება ქართველი მოცეკვავე კარიბის კუნძულებზე გამართულ ტურნეზე
- +

30 მაისი. 2016. 10:42


ქართველი მოცეკვავე, რომელიც აშშ-ში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევა, „ერისიონის" ყოფილი მოცეკვავე მიშიკო კობახიძეა.


როგორც ქართველი ხელოვანი აღნიშნავს, ცეკვა მისთვის ყველაფერია და მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში „ერისიონის" წვლილზე საუბრობს.


მიშიკო ცეკვისას იმპროვიზაციებსაც ხშირად მიმართავს და როგორც აღნიშნავს, ეს მომგებიანია.

 

„სხვადასხვა ტურნეებზე ქარული ცეკვის ელემენტებს ადგილობრივ კულტურულ ელემენტებსაც ვუსადაგებთ და ეს ხშირად ამართლებს", - აცხადებს კობახიძე და კარიბის კუნძულებზე მოგზაურობაზე ჰყვება.


„ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი მოგზაურობა იყო კარიბის კუნძულებზე, კერძოდ მარტინიკაზე, სადაც ანსამბლთან ერთად 3 კონცერტი გავმართეთ. ეს ადგილი გამორჩეული იყო როგორც სანახაობრივად, ასევე კონცერტზე მოსული მაყურებელით. აღსანიშნავია მარტინიკის ეგზოტიკური სილამაზე და მიმზიდველობა. რამაც ყველაზე მეტად გამაოცა - ეს მაყურებელი იყო, რომელიც ჩვენი კონცერტის დასასრულს ტაშის ნაცვლად ფეხებს ურტყამდა დარბაზის იატაკს. როგორც მერე გავიგე, ეს მათი მხრიდან აღფრთოვანებას, კარგ შეფასებას და მოწონებას გამოხატავდა. ანსამბლის წევრები სცენაზე დაიბნენ, მათ შორის, მეც, სანამ არ გვითხრეს, რომ ასეთი ჟესტი მათი მხრიდან დიდ მოწონებას აღნიშნავდა, ასეთი აღფრთოვანებით გაგრძელდა მთელი სამი კონცერტი კარიბის ზღვის პირას", - აცხადებს მოცეკვავე.



ავტორი: ანი ნიქაბაძე

right_banner right_banner
არქივი
right_banner