logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ვარშავის სამიტის წინ მნიშვნელოვანია უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა
- +

30 მაისი. 2016. 10:43


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის განცხადებით, ვარშავის სამიტის წინ მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება.



მნიშვნელოვანია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება ვარშავის სამიტის წინ და ასევე, იმ მოვლენების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონში. სწორედ ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა. პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს ყველა წევრს ექნებათ საშუალება, ერთმანეთს გაუზიარონ პოზიციები და მოხდეს მათი შეჯერება, რათა საქართველო ერთიანი პოზიციით წარდგეს სამიტზე", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.



უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება და დაესწრება როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე საბჭოს ის წევრები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.


უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე NATO-ს ვარშავის სამიტისა და ხურჩის ინციდენტის შესახებ იმსჯელებენ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner