logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ჩვენმა თაობამ ვერ იპოვა ადგილი ჩვენსავე ქვეყანაში
- +

30 მაისი. 2016. 10:55


ჩვენმა თაობამ ვერ იპოვა ადგილი ჩვენსავე ქვეყანაში", - წერს „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.



ეს ფოტო წარსულიდანაა. პირველი არხი. 90-იანი წლები. მე, გოგა ლოლაძე, ნოდარ ფილიშვილი და მიშა ყიფიანი. გადაცემის ჩაწერის მერე, ეს წამი გაიყინა და დარჩა. დღეს არც ნოდარ ფილიშვილია ცოცხალი და არც გოგა ლოლაძე. ზვიად თხელიძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ეს ფოტო გამახსენა. ჩვენმა თაობამ ვერ იპოვა ადგილი ჩვენსავე ქვეყანაში. დიდი ნაწილი სრულიად არარეალიზებული და გაუხარელი წავიდა ამა სოფლიდან. არადა, როცა ვიწყებდით, სიცოცხლე გვიხაროდა. საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული გვაქვს მოვლილი. ყველა სოფელში ღამე გაგვითენებია. მეტის გაკეთება უნდოდათ, შეეძლოთ... მაგრამ არ გამოუვიდათ. ვერ მოასწრეს. ვინც დავრჩით, წინ უნდა ვიაროთ და ყველაფერი მოვასწროთ!!! ბევრი კეთილი საქმის კეთება ჩვენი ქვეყნისათვის. მოგვეცი, ღმერთო, ამისი ძალა. ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება", - წერს ირმა ინაშვილი „facebook"-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner