logo_geo
eng_logo
ქართველმა მოცეკვავეებმა ლატვიის დედაქალაქის სცენაზე „ცეცხლი დაანთეს“
- +

4 ივლისი. 2014. 16:46


ანსამბლ „ერისიონის" სოლისტებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორკესტრთან ერთად, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.


„ერისიონის" მოცეკვავეთა შორის იყვნენ ანსამბლის სოლისტები: მიშიკო კობახიძე და ირაკლი ცაავა.


მათი განცხადებით, რიგის ფესტივალზე ქართველთა მიერ შესრულებულმა ცეკვებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ფესტივალში მონაწილეობდნენ: საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების ორკესტრები.


ქართველმა მოცეკვავეებმა შეასრულეს ეროვნული ცეკვები, რომლებიც განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს უცხოელთა შორის:

 

„შევასრულეთ: „ხორუმი", „შატილის ასულო" და ცეკვა „ქართული". ჩვენმა ნომრებმა მაყურებელთა აღფრთოვანება და ოვაცია დაიმსახურა. უცხოელებს განსაკუთრებით მოსწონთ ქართული საბრძოლო ცეკვები და მათგან შეთავაზებაც მივიღეთ, რომ მომავალ წელს სხვა ქვეყანაში მივიღოთ ფესტივალში მონაწილეობა, სადაც ქართული საბრძოლო ხასიათის ცეკვას შევასრულებთ. კონცერტის დამთავრების შემდეგ ჩვენთან მოდიოდა მაყურებელი და აღნიშნავდა, რომ ჩვენ სცენაზე ცეცხლი დავანთეთ. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამგვარ შეფასებას, რადგან სწორედ ამას ვემსახურებით, რომ უცხოელ მაყურებელს ქართული კულტურა გავაცნოთ", - აცხადებენ მიშიკო კობახიძე და ირაკლი ცაავა.



ავტორი: ანი ნიქაბაძე

right_banner right_banner
არქივი
right_banner