logo_geo
eng_logo
დათა ახალაია და გია უდესიანი აფხაზეთში იმყოფებიან?!
- +

17 მაისი. 2019. 22:59

 

გენშტაბის ყოფილი უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია და გიორგი უდესიანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

 

გენერალი სახელმწიფოს მიმართავს, ზუგდიდის არჩევნებში რუსული სცენარის განვითარების თავიდან ასაცილებლად, ყველაფერი გააკეთოს. საუბარია, აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ძებნილები არიან, ამჟამად აფხაზეთში იმყოფებიან, საიდანაც ზუგდიდის მერობის არჩევნებში ჩართვას გეგმავენ.

შესაძლო პროვოკაციაზე გენერალმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

 

სახელმწიფოს და შესაბამის ორგანოებს სრული საშუალება აქვს, შესაძლო რუსული სცენარების პრევენცია მაქსიმალურად მოახდინონ. საუბარია სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესები, ეს არის სახელმწიფო ინტერესების დაცვა. დაწყებული თავდაცვის ძალებიდან, დამთავრებული უსაფრთხოების ძალების ჩათვლით. თუ არეულობა და დესტაბილიზაცია იქნება, არავინ არჩევს, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებ, ჩაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება, პროვოკაციის აღსაკვეთად,“ – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ „აფხაზ ინფომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ძებნილები არიან – გია უდესიანი და დათა ახალაია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner