logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ე. წ. გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან არათავსებადია
- +

30 მაისი. 2016. 11:16


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია განცხადებით, ე. წ. გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის.



ჩვენს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ცალსახად ამბობს პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები რამდენი უნდა იყოს. შემოთავაზებული კანონპროექტი კი კონსტიტუციურ ჩანაწერთან წინააღმდეგობაში მოდის. ან უნდა შევთანხმდეთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებები უნდა შევიტანოთ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ან ჯერჯერობით უარი უნდა ვთქვათ ამ მოდელზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.



პარლამენტში საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელის" პროექტის განხილვა მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner