logo_geo
eng_logo
პოლიციამ მეუღლის, გერისა და სიდედრის მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

18 მაისი. 2019. 11:18

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ.-მ მიმდინარე წლის 11 მაისს, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცემის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიაყენა მეუღლეს - ვ.ო.-ს და ასევე, იძალადა არასრულწლოვან გერზე.

 

პოლიციის გამოძახების გამო განაწყენებული გ.გ. მეუღლესა და მეუღლის დედას - ს.ო.-ს მათი კუთვნილი მაღაზიის გადაწვით, ხოლო არასრულწლოვან გერს - სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

 

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილ მუქარის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111-151-ე მუხლის I ნაწილით და ამავე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner