logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება
- +

18 მაისი. 2019. 13:15

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შუალედური არჩევნების შეფასებისგან თავი შეიკავა. პრეზიდენტს ჟურნალისტებმა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ვთვლი, რომ ახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები და ჩემი როლი არ არის, რომ შეფასება გავაკეთო“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის დასწრების შესახებ ინფორმაცია გუშინ უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner