„პროვოკაციული ფონი აშკარად არის ზუგდიდში“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ზუგდიდში არჩევნებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იგებს, პროვოკაციებს ქმნის.
„პროვოკაციული ფონი აშკარად არის ზუგდიდში და ამისთვის, რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანის გადაყვანა მოუწიათ ზუგდიდში. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და მოვუწოდებ, მიშა სააკაშვილის ხუშტურებს ნუ აჰყვებიან და ამ ხუშტურების შესრულებაზე ნუ მოიკლავენ თავს, რადგან შეიძლება ეს სისხლის სამართლის საქმეში გადაიზარდოს. ასეთი ფონია შექმნილი. ასეული ნასამართლევი პირია იქ ჩაყვანილი ასევე ჩვენი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ეს ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაციაა. ეს ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს, მთავარია ისინი ქმნიან პროვოკაციულ ფონს მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ჩვენი კანდიდატი იმარჯვებს დამაჯერებლად და ამისი გამორიცხვა უნდათ ამ არჩევნების ჩაშლის მცდელობით“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ასეთ პროვოკაციულ ქმედებებს პასუხი გაეცემა. არჩევნები კი, მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.