„გუშინ გახმოვანებული კვლევით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი გაუგონარი ტყუილი შემოგვთავაზა. გამოჩნდა, რომ „იპსოს“ საერთოდ არ ჩაუტარებია ასეთი კვლევა, როგორც ეს გუშინ მოგვატყუეს“- განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, კვლევა ჩაატარა რუსულ-უკრაინულმა ოფისმა შულგინის ხელმძღვანელობით.
„ეს არ გაგვკვირვებია, ეს არის მათი ჩვეული სტილი. ეს კვლევა ჩაატარა რუსულ-უკრაინულმა ოფისმა შულგინის ხელმძღვანელობით. არ ამბობენ იმასაც, თუ ვინ ჩაატარა საქართველოში საველე სამუშაოები, იმიტომ, რომ აქაც ძაღლის თავი იქნება დამარხული. დიდი შანსია, რომ ეს კვლევა ნაციონალური მოძრაობის რომელიმე სატელიტი ორგანიზაციის მიერ იყოს ჩატარებული. ფაქტი ერთია, მათ არც კი იკითხეს კვლევაში, მაგალითად ზუგდიდის საარჩევნო შედეგების შესახებ, ან იკითხეს და შემდეგ არ გამოაჩინეს, რადგან იქ დამაჯერებლად ვიგებთ და მონაცემები არ იყო მათთვის მისაღები და პრიორიტეტულიც არ აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც 2020 წლის არჩევნების პროგნოზი შემოგვთავაზეს. სანდოა თუ არა ეს კვლევა, ამაზე ხვალ, დღის ბოლოს ერთად ვიმსჯელოთ, როდესაც საარჩევნო შედეგები დაახლოებით უკვე ცნობილი იქნება, რამდენად დაემთხვევა „ქართული ოცნების“ გუშინ გამოქვეყნებული არასწორი რეიტინგი ჩვენი კანდიდატების რეიტინგს. კიდევ ერთხელ ვამბობ ეს იყო ფეიკ ნიუსი და გვატყუებდნენ, რომ ეს იყო ფრანგული „იპსოსის“ კვლევა, რაც საბოლოო ჯამში სიმართლე არ აღმოჩნდა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.