logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია ვახტანგ ხმალაძეს: ვდგვართ საფრთხის წინაშე, რომ ფაშისტები გაიმარჯვებენ ამ ქვეყნაში?
- +

30 მაისი. 2016. 11:44


დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელის" პროექტის შესახებ მსჯელობენ, განაცხადა, რომ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის შემოტანის მიზანი არ არის ის, რომ პარლამენტში უმრავლესობა ვერ შეიქმნას.



საუბარია იმაზე, რომელი მოდელი იძლევა უფრო სამართლიანი და ადეკვატური შედეგის მიღების შესაძლებლობას. ის, რაც გვაქვს, თუ ის, რაც წარმოგიდგინეთ.

 

60 წელიწადია დაახლოებით, რაც გერმანიაში ამ სისტემით იმართება არჩევნები. თუ არ ვცდები, ორჯერ იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთმა პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო ხმების 50%-ზე მეტი პროპორციული წესით და შესაბამისად, მარტომ დააკომპლექტა მთავრობა", - განაცხადა ხმალაძემ.



ვახტან ხმალაძეს დეპუტატმა გიგა ბუკიამ შეახსენა, რომ გერმანიაში სხვა მიზანი იყო ამ სისტემის დანერგვის და ეს იყო ის, რომ ფაშისტები არ მოსულისყვნენ ხელისუფლებაში.


 

ჩვენ ვდგვართ ამ საფრთხის წინაშე, რომ ფაშისტები გაიმარჯვებენ ამ ქვეყნაში?" - მიმართა ბუკიამ ხმალაძეს.

ხმალაძის თქმით, ამის საფრთხეს ვერ ხედავს.



ფაშიზმის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ მე ჩემი 26-წლიანი გამოცდილება მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ ფაშიზმი არა, მაგრამ ამომრჩევლის ნების არასწორად ამსახველი უმრაველესობა მრავალი წლის განმავლობაში ყოფილა ჩვენთან", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner