logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს
- +

18 მაისი. 2019. 18:16

 

 

დედაქალაქის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს. კალაძის თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამის უფლება არავის მისცენ.

 

„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს. ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი ხედვები. შეიძლება, იყო პატარა ექსცესები, თუმცა ყველაზე მოხდა რეაგირება.

 

ჩვენ ვისმენთ იმას, რომ გარკვეული რაოდენობა ადამიანები მიყავთ დედაქალაქიდან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლის, არეულობის შემოტანის სურვილი აქვს. შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამის უფლება არავის მისცენ და არ უნდა მოხდეს არეულობა.

 

მოვისმინეთ ცესკო-ს განცხადება, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული შესაბამისი სამსახურები, რათა მშვიდობიან გარემოში მოხდეს არჩევნების წარმართვა“,-  განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner