ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ წარმომადგენელს 87-ე უბანზე ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს. ქვარცხავა პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.